ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა და მიზნად ისახავს დემოკრატიული სისტემის განვითარების მხარდამჭერას ახალი დემოკრატიის ქვეყნებში. ამჟამად, NIMD მუშაობს 25-ზე მეტი ქვეყნის 150 პოლიტიკურ პარტიასთან აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

NIMD სამი საყრდენი პროგრამის ფარგლებში მუშაობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში: პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა; დემოკრატიის განათლებისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა; სამხრეთ კავკასიის რეგიონული პროგრამა.

პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა, მიზნად ისახავს პარტნიორი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას სტრატეგიული დაგეგმარების კუთხით. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პარტიების  ორგანიზაციული ქმედითუნარიანობის, ინსტიტუციონალიზაციისა და შიდა დემოკრატიის გაძლიერებას.

დემოკრატიის განათლების პროგრამა კი მიზნად ისახავს გააძლიეროს დემოკრატიის მოთხოვნა საზოგადოებაში და შექმნას საფუძველი პოლიტიკური პლურალიზმისათვის. NIMD ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას და ადგილობრივი ექსპერტების ცოდნას დემოკრატიული განათლების სფეროში. საკანონმდებლო რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის მთავარი ამოცანას წარმოადგენს საქართველოში უფრო ეფექტური, გამჭვირვალე და მდგრადი დემოკრატიის მშენებლობა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭრით.

NIMD-ის ინიციატივები აზერბაიჯანსა და სომხეთში მიზნად ისახავს დემოკრატიის გაძლიერებასა და კონსოლიდაციას, ასევე რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში. ამ მიზნით, ყოველ წელს იმართება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებს და საერთო რეგიონულ პრობლემატიკას განიხილავს 60 ახალგაზრდა რეგიონის სამივე ქვეყნიდან.

NIMD-ს მდიდარი გამოცდილება გააჩნია, რომელიც მან წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში პოლიტიკური დიალოგის, პარტიების განვითარებისა და დემოკრატიული რეფორმების საკითხებზე მუშაობის შედეგად დააგროვა.